Статья 28. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად მიღებული სახსრების გამოყენება
სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელით მიღებული სახსრები გამოიყენება: ა) საქართველოს ინდიკატური გეგმით განსაზღვრული ეკონომიკური და სოციალური პრიორიტეტების საფუძველზე ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და კერძო ან სახელმწიფო საწარმოების მხარდასაჭერად; ბ) საექსპორტო ან იმპორტის შემცვლელი პროდუქციის საწარმოებლად და მომსახურების გასაწევად; გ) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სოციალური მომსახურების) გასავითარებლად; დ) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სხვა მიზნებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
