Статья 29. გადაწყვეტილება ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად ხელშეკრულებებით მიღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირებაზე
1. საქართველოს მთავრობა ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად აღებული სახელმწიფო საგარეო ვალების აქცეპტირების შესახებ ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოთავაზებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირებასაც ახდენს საქართველოს პარლამენტი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის 4 1 და 4 3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ყველა რეკომენდაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნებს. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1673 - სსმ I, №27, 24.09.2009 წ., მუხ.155 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
