Статья 9. სახელმწიფო კრედიტებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე დაწესებულებების ვალდებულებათა შესრულება
Редакция №17 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. დაწესებულებები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტების სახსრებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სახსრებით, ამ სახსრებს იყენებენ და განათავსებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად.
2. სახსრების არადანიშნულებისამებრ მოხმარების ან მათი დაბრუნების ვადების დარღვევისას გამოიყენება სანქციები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, თუ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სახელმწიფო ვალის შესახებ
