1.თუ კრედიტის გაცემისას შეთანხმებულია სანივთო ან პიროვნული უზრუნველყოფა, მაშინ კრედიტის გამცემს სესხის არასრულად დაფარვისას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენება.
2.კრედიტის გამცემი მოვალეა კრედიტის ამღების მოთხოვნით დააბრუნოს უზრუნველყოფა, რომელიც აღემატება დაფარვის შეთანხმებულ ფარგლებს.






