პარლამენტის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები; ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე; გ) პარლამენტის სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება; დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს; ე) იყოს პარლამენტის ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა; ვ) დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, კომისიის, ფრაქციის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; ზ) განაცხადოს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას მისი შეურაცხყოფის ან/და ხელყოფის ფაქტების შესახებ; თ) არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა პირადი ინტერესებისათვის; ი) არ გაახმაუროს ან/და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია; კ) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.
საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ
Статья 16. მოვალეობანი
Редакция №32 Сверено с действующей редакцией · 6 дек. 2018 г.
