1.ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ამავე რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.
2.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
1.ამ რეგლამენტის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ამავე რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირს, რომელსაც ევალება პარლამენტის საქმიანობაში მონაწილეობა.
2.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
Всегда актуальная правовая база
3.პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის, პლენარულ ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის მიმდინარეობის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება ისეთი მოქმედება, რომელიც პარლამენტს ან პარლამენტის წევრს ხელს უშლის ფუნქციების შესრულებაში. სხდომის მიმდინარეობისას მან თავი უნდა შეიკავოს განვითარებული მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისგან. წესრიგის დამრღვევ სტუმარს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს პარლამენტის ბიუროს სხდომის დარბაზი, კომიტეტის სხდომის დარბაზი, სხდომათა დარბაზი ან ამ რეგლამენტით გათვალისწინებული კომისიის სხდომის დარბაზი.
4.პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თითოეულ შემთხვევას და საკითხს სათანადო რეაგირებისთვის გადასცემს პარლამენტის ბიუროს.
5.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტი თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს მთავრობის წევრისა) მიმართ იყენებს შემდეგ რეაგირების ფორმებს: ა) იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ რეაგირების ზომების მისაღებად; ბ) სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელს მიმართავს რეკომენდაციით მისდამი დაქვემდებარებული თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.