ბუნებრივ სამკურნალო რესურსებს განეკუთვნება: ა) მინერალური წყლების საბადოები (ან მათი უბნები), რომლებიც გამოიყენება ადგილზე სამკურნალოდ ან ჩამოსასხმელად; ბ) სამკურნალო ტალახი; გ) ბუნებრივი აირისა და ორთქლის საბადოები, რომლებსაც გააჩნია სამკურნალო თვისებები; დ) სხვა საბადოები (ბიშოფიტი, ოზოკერტი, თიხები, თერმული წყლები, მაგნიტური სილის პლაჟები და სხვ.), რომლებიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით; ე) სამკურნალო კარსტული მღვიმეები; ვ) ზღვის, ტბისა და მდინარის სანაპირო ზოლები და კლიმატი, რომლებიც გამოიყენება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი საქმიანობისათვის; ზ) ტყე, ტყეპარკი, საკურორტო პარკი და სხვა მწვანე ზონები, რომლებსაც აქვს პროფილაქტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო ფუნქციები.
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
