1.
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სანიტარიული დაცვის ზონებში ტარდება სანიტარიულ-გამაჯანსაღებელი, განახლებითი, აღდგენითი და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ლანდშაფტის შენარჩუნებას, უზრუნველყოფს კურორტებსა და საკურორტო ადგილებში ბუნებრივი სამკურნალო რესურსების სანიტარიული ნორმების დაცვას, ხელსაყრელ პირობებს ქმნის მკურნალობისა და დასვენებისათვის.
3.სანიტარიული დაცვის ზონებში დგინდება საქმიანობის მკაცრი რეჟიმი, რომელიც ითვალისწინებს იმ სანიტარიულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია ძირითადი ბუნებრივი სამკურნალო რესურსების მოვლის, დაცვისა და კვლავწარმოებისათვის.
4.სანიტარიული დაცვის ზონები დგინდება ყველა კურორტისა და საკურორტო ადგილისათვის.
5.რამდენიმე კურორტსა და საკურორტო ადგილში ერთი ან ერთზე მეტი ერთმანეთთან დაკავშირებული მინერალური წყლების საბადოს, მიმდებარე პლაჟისა და სხვა სამკურნალო რესურსების გამოყენებისას შეიძლება დადგინდეს სანიტარიული დაცვის ერთიანი ზონები.
6.სანიტარიული დაცვის ზონებში იმ ბუნებრივი რესურსების დაცვა, რომლებიც არ განეკუთვნება სამკურნალო რესურსებს (სასმელი წყალი, მიწა, საჰაერო სივრცე, წყლის ზედაპირი და სხვ.), ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.