1.დიზაინის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს დიზაინს. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს დიზაინი, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია დიზაინის გამოყენებაზე.
2.დიზაინის რეგისტრაცია მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს იმ პროდუქტის, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება, დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი, ექსპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა და ასეთი პროდუქტის შენახვა ამ მიზნებისათვის. 2 1 . ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიზაინის გამოქვეყნების გადადების შემთხვევაში დიზაინის მფლობელს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებები აკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიზაინის სადავო გამოყენება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირების შედეგია. სადავო ქმედება რეგისტრირებული დიზაინის რეპროდუცირებად არ მიიჩნევა, თუ იგი არის მესამე პირის დამოუკიდებელი შემოქმედების შედეგი, რომლისთვისაც ეს დიზაინი ხელმისაწვდომი არ იყო.
3.თუ დიზაინის მფლობელი რამდენიმე პირია: ა) უფლების გადაცემა ან კერძო ლიცენზიის გაცემა ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით; ბ) თითოეულ მფლობელს უფლება აქვს, რეგისტრირებული დიზაინი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.
4.განაცხადის გამოქვეყნების დღიდან მის რეგისტრაციამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რომლებიც მას მიენიჭება რეგისტრაციის შემდეგ. თუ რეგისტრაცია არ განხორციელდება, აღნიშნული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა.
5.




