„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
Статья 33. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას
1. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები: ა) უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე; ბ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე; გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე; დ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე; ე) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, გარდა უარყოფითი გადაწყვეტილებისა, საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №182-სსმI, №19, 24.06.2004წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.
