საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 117. სპეციალისტის მოწვევა
Редакция №69 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
1. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო კონტროლის კონკრეტული მოქმედების განხორციელების მიზნით სახელშეკრულებო საფუძველზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალისტი, რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა და ჩვევები და დაინტერესებული არ არის საქმის შედეგით.
2. სპეციალისტის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
