საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 151. საგადასახადო ორგანოს შესაგებელი
1. საგადასახადო ორგანოს შესაგებელში უნდა აღინიშნოს : ა) პირის ვინაობა (სახელი და გვარი, დასახელება), გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მისამართი; ბ ) საგადასახადო ორგანოს დასახელება და ზუსტი მისამართი , საკონტაქტო საშუალებები ( ტელეფონი , ფაქსი , ელექტრონული ფოსტა ); გ ) „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ მიღების თარიღი და მოთხოვნის საგანი ; დ ) შესაგებლის გაგზავნის ( გადაცემის ) თარიღი ; ე ) „ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის “ შესრულებაზე უარის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები ; ვ ) შესაგებლისათვის დართულ მტკიცებულებათა ჩამონათვალი .
2. საგადასახადო ორგანოს შესაგებელს ხელს აწერს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი / მისი მოადგილე . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
