საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 175. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები
ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს მიეკუთვნება: ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები (მათ შორის, საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი); ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი; გ) ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები; დ) ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები, რომლებიც შემოსავალში შეიტანება ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით; ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 209-ე მუხლის მიხედვით; ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლებისა; ზ) დივიდენდები; თ) როიალტი; ი) ვალების ჩამოწერით მიღებული შემოსავლები; კ) ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები; ლ) სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
