1.საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში : ა ) უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ელექტრონული ფორმით მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის ; ბ) სასყიდლით უზრუნველყოფს ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდებას ყველა მომხმარებლისათვის, გარდა ადმინისტრაციული ორგანოებისა, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებისა, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა, უცხო ქვეყნის სტატისტიკური ორგანოებისა, სტატისტიკური ინფორმაციის გამავრცელებელი საერთაშორისო ორგანიზაციებისა.
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
