საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 186. საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხის გამოქვითვა
Редакция №69 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება საწარმოს მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შეწირულობის თანხა, მაგრამ არა უმეტეს ერთობლივი შემოსავლიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების (ამ მუხლით გათვალისწინებული გამოქვითვების გარეშე) შემდეგ დარჩენილი თანხის 8 პროცენტისა.
