საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 188. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები
1. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ამ კოდექსის 183-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი ჯგუფის ძირითად საშუალებათა ამორტიზაციის ნორმის მიხედვით ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
2. ამ მუხლის მოთხოვნა ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით. გარდა იმ არამატერიალური აქტივებისა, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია.
3. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
