საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 201. საკასო მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი
1. ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ნაღდი ფულის მიღების მომენტი, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ფულადი სახსრების ჩარიცხვა ბანკში გადასახადის გადამხდელის საანგარიშსწორებო ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე, რომლის განკარგვის ან რომლიდანაც ამ სახსრების მიღების უფლება აქვს.
2. გადასახადის გადამხდელის ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
3. ფინანსური ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით გადასახადის გადამხდელის მიერ აღებულ თამასუქზე (ან სხვა სავალო ვალდებულებებზე) შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება თამასუქის (ან სხვა სავალო ვალდებულებების) სხვა პირისათვის მიწოდების მომენტი, მაგრამ არა უგვიანეს გასანაღდებლად წარდგენის უახლოესი შესაძლებელი მომენტისა.
