საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 26. საგადახდო დავალების შესრულების ვადები
1. თუ გადამხდელი და მიმღები ერთი და იმავე პროვაიდერის მომხმარებლები არიან, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების ანგარიშზე ასახვა ან/და მისთვის ამ თანხის სხვაგვარად ხელმისაწვდომობა საგადახდო დავალების მიღების დღეს, თუკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ გადამხდელსა და მიმღებს სხვადასხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ჰყავთ: ა) გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს საგადახდო დავალებაში მითითებული თანხის მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ჩარიცხვა საგადახდო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მიმღების პროვაიდერი ვალდებულია მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღეს, ხოლო თუ თანხის ჩარიცხვის დღე პროვაიდერისთვის არასამუშაო დღეა − არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ასახოს ჩარიცხული თანხა მიმღების ანგარიშზე ან ეს თანხა სხვაგვარად გახადოს მისთვის ხელმისაწვდომი. თუკი გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ არის ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით შესაძლოა განისაზღვროს ამ ქვეპუნქტისგან განსხვავებული მოთხოვნები.
