1.ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
2.განსაკუთრებულ ურთიერთობებს განეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 ; ბ) ერთი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ – საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია; გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს ან მასზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს; დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს ან ერთ პირს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირი; ე) პირები არიან საწარმოს ფილიალები ან პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი; ვ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს; ზ) პირები ნათესავები არიან; თ) პირები ამხანაგობის წევრები არიან.
