საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 243. შერეული ოპერაციები
1. საქონლის / მომსახურების მიწოდება , რომელიც ძირითადი საქონლის / მომსახურების მიწოდების მიმართ დამხმარე ხასიათისაა , ითვლება ამ საქონლის / მომსახურების ნაწილად .
2. მომსახურების გაწევა, რომელიც დამხმარე ხასიათისაა საქონლის იმპორტის მიმართ, ითვლება ამ საქონლის იმპორტის ნაწილად.
3. დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების ერთად მიწოდება განიხილება, როგორც დასაბეგრი და გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ცალკე ოპერაციები.
4. მიწისა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის მიწოდებისას ოპერაცია ითვლება შენობა-ნაგებობის მიწოდებად. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
