1.საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ, შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის მიმართ საქონლის გადამუშავების ოპერაციის დაწყებამდე, აგრეთვე თავისუფალი ზონის პროცედურაში შენახვის ან/და გატანის მიზნით მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს საქონლის შენახვის უზრუნველყოფისთვის ან/და მისი სასაქონლო სახის ან მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ქმედებები ან საქონლის გაყიდვისთვის/ტრანსპორტირებისთვის მოსამზადებელი ქმედებები.
