საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 263. აქციზური მარკები
1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა ექსპორტისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტში საქონლის მიწოდებისა) ან/და იმპორტის (გარდა უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის, აგრეთვე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენების მშენებლობაში) შესრულების უზრუნველსაყოფად დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი, ან საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დაბრუნებული, ამ კოდექსით აქციზური მარკების სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის იმპორტისა) განხორციელებამდე აქციზური მარკების სავალდებულო დართვას ექვემდებარება: ა) ალკოჰოლიანი სასმელები (მათ შორის, ლუდი), რომლებშიც ალკოჰოლის შემცველობა აღემატება 1,15 გრადუსს (გარდა 50 გრამისა და მასზე ნაკლები ტევადობის და 10 ლიტრზე მეტი მოცულობის ჭურჭელში ჩასხმულისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 4 ლიტრამდე ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტისა); ბ) თამბაქოს ნაწარმი (გარდა მოსაწევი (ჩიბუხის) თამბაქოსი, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ 200 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარ ი ს ან 50 სიგარილ ა ს ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულის ა ) ან ზემოაღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტისა ) ;
