საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 271. გადასახადის გადამხდელი
1. ქონების გადასახადის გადამხდელია პირი , რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე : ა) საკუთრებაში ან არარეზიდენტისაგან ლიზინგით სარგებლობაში აქვს ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი; ბ ) კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ( ფაქტობრივ მფლობელობაში იგულისხმება მიწის ფაქტობრივი ფლობა ან მიწით სარგებლობა , გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მიწის ფლობისა და მიწით კანონიერი სარგებლობისა ); გ ) ფაქტობრივ მფლობელობაში ან / და სარგებლობაში აქვს გარდაცვლილი პირის საკუთრებაში რიცხული ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტი , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ფაქტობრივი მფლობელის მიერ ქონებით სარგებლობა ხორციელდება იჯარით , ქირით , უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე .
2. ქონების გადასახადის გადამხდელია აგრეთვე პირი , რომელიც ამ კოდექსის 91- ე მუხლის მიხედვით ითვლება ამ გადასახადით დაბეგვრის ობიექტის ცრუმაგიერ მფლობელად . საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
