საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 91. ცრუმაგიერი მფლობელობა
1. თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის განსხვავება სხვა პირისაგან იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი გამოყენებულია გადასახადებისაგან თავის ასარიდებლად, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელს/საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს აქვს შეუსრულებელი, ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცრუმაგიერი პირის მიმართ გაატაროს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
