საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 30. ორგანიზაცია
1. ორგანიზაციად ითვლება შემდეგი წარმონაქმნები: ა ) არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირები , აგრეთვე საზოგადოებრივი ან რელიგიური ორგანიზაციები ( გაერთიანებები ), დაწესებულებები , რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირები ან შექმნილი არიან და მოქმედებენ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად , აგრეთვე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი ორგანიზაციების საქართველოში არსებული ფილიალები და სხვა ანალოგიური ქვედანაყოფები , რომელთა მეშვეობითაც ისინი მთლიანად ან ნაწილობრივ ახორციელებენ საქმიანობას ( რწმუნებული პირის საქმიანობის ჩათვლით ), ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციები , საჯარო სამართლის იურიდიული პირები , კორპორაციები , დაწესებულებები ; ბ) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო, დიპლომატიური) ორგანიზაციები – საერთაშორისო სამართლით რეგულირებული ორგანიზაციები, საელჩოები, საკონსულოები, წარმომადგენლობები, უცხოური არასამეწარმეო ორგანიზაციები.
2. ორგანიზაციის საქმიანობის ადგილი და ორგანიზაციის მართვის ადგილი განისაზღვრება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
3. ორგანიზაციის საქართველოს ორგანიზაციისათვის ან უცხოური ორგანიზაციისათვის მიკუთვნება ხდება საწარმოსათვის ამ კოდექსით დადგენილი წესით.
