1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) მისი დამფუძნებელი/მმართველი ორგანოს წევრი ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია; ბ) იგი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს; გ) მას მიენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი.
2.სუბიექტი (მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატი) მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად სამინისტროს მიმართავს. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუბიექტს ენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი.
3.მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით იღებს სამინისტრო.
4.მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
5.მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უწყდება: ა) თუ იგი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს; ბ) ვეღარ აკმაყოფილებს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს; გ) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
6.

