საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 40. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა
1. გარანტირებულია გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციული და სასამართლო წესით .
2. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის წესები განისაზღვრება ამ კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1414 - სსმ I, №17, 23.04.2005წ., მუხ.106
