საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 49. საქართველოს საგადასახადო ორგანოები
1. საქართველოს საგადასახადო ორგანოების ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას შეადგენს შემოსავლების სამსახური (ცენტრალური აპარატი), მისი ტერიტორიული ორგანოები (რეგიონული ცენტრები) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შექმნილი შემოსავლების სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულები (ასეთი ერთეულების შექმნის შემთხვევაში).
2. შემოსავლების სამსახური შედის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
3. საქართველოში საგადასახადო კონტროლს ახორციელებენ მხოლოდ საგადასახადო ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილი არიან, უზრუნველყონ სახელმწიფო კონტროლი გადასახადების სრულად და დროულად გადახდაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კოდექსით ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს სხვა ორგანოებს. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26
