საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 26^1. საერთაშორისო ფინანსური კომპანია
1. საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი , რომელსაც უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის , ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი . ამასთანავე , საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის , რომელსაც ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი განცხადებაში მიუთითებს საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე .
2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 10 პროცენტს.
3. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მინიჭება და რეგისტრაცია ხორციელდება ამ კოდექსის 49- ე მუხლში აღნიშნული განსაკუთრებული ნიშნის მიხედვით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ , რომლის წესები რეგულირდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5911 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.31 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306
