საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 57. საგადასახადო ვალდებულება
1. საგადასახადო ვალდებულებად ითვლება გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის , სხვა ვალდებული პირის ვალდებულება , გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული და შემოღებული გადასახადი , აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტით შემოღებული გადასახადი , ასევე დაკისრებული საგადასახადო სანქცია .
2. საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტის საფუძველი, აგრეთვე მისი შესრულების წესი და პირობები რეგულირდება მხოლოდ ამ კოდექსით ან/და საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტებით.
3. გადასახადის გადამხდელს / საგადასახადო აგენტს და სხვა ვალდებულ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან , რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის ან / და სანქციის თანხის გადახდას .
4. საგადასახადო ან საბაჟო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში ჯამური საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების თანხის გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო/საბაჟო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4246 - სსმ I, №50, 30.12.2006წ., მუხ.397 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
