საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 58. გადასახადით დასაბეგრი მართლსაწინააღმდეგო შემოსავალი ან ოპერაცია
Редакция №69 Сверено с действующей редакцией · 7 дек. 2010 г.
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით შემოსავალი სრულად ექვემდებარება ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღებას, იგი არ იბეგრება.
