Статья 38^1. მაუწყებლობის ენა/ენები
1. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ეროვნული მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. საქართველოში ავტორიზებულმა საერთო ადგილობრივი მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის პროგრამები უნდა განათავსოს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მათ შორის, საუკეთესო დროს.
3. საქართველოში ავტორიზებულმა საუნივერსიტეტო მაუწყებლობის განმახორციელებელმა ტელემაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქარ თველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
4. საქართველოში ლიცენზირებულმა/ავტორიზებულმა კულტურულ-შემოქმედებითი რადიომაუწყებლობის განმახორციელებელმა რადიომაუწყებელმა პროგრამები საქართველოს სახელმწიფო ენაზე უნდა განათავსოს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5020 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №390 - ვებგვერდი, 02.04.2025წ. მუხლი 38 2 . ავტორიზაცია/ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, გაუქმება 1. ლიცენზიის გაცემა, მოდიფიცირება, მოქმედების ვადის გაგრძელება, მოქმედების შეჩერება და ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
2. ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და ავტორიზებული პირის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. კომისიის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2482 – ვებგვერდი, 30.12.2022წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მაუწყებლობის შესახებ
