განათლების ხარისხის განვითარების შესახებ
Статья 13. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი
1. ავტორიზაციის შედეგად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ავტორიზაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ კანონის მე-11 მუხლის 2 3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა აგრძელებს ფუნქციონირებას ავტორიზაციის დარჩენილი ვადით. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1933 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1429 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1464 – ვებგვერდი, 06.04.2022წ.
