Статья 76^4. მაუწყებლის მიერ ამ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევისთვის მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სანქციების აღსრულების დროებითი წესი
მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე, 54 1 , 54 2 , 55 3 , 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს ამ კანონით დადგენილი წესით. კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს შეუფარდოს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია, რომელიც აღსასრულებლად არ მიექცევა. მაუწყებლის მიერ ამ კანონის 52-ე, 54-ე−54 2 , 55 3 , 56-ე და 56 4 მუხლების მოთხოვნათა 2025 წლის 1 ივნისის შემდეგ დარღვევის შემთხვევაში კომისია საკითხს განიხილავს და მაუწყებელს შესაბამის სანქციას შეუფარდებს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №394 - ვებგვერდი, 02.04.2025წ.
