3.ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან.
4.ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2013 წლის 1 იანვრამდე.
5.„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონის პირველი მუხლის 3 1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად უზრუნველყონ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და 2009 წლის 20 დეკემბრამდე მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.
6.2010 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე. 6 1 . საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება.
7.სააგენტომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა.
8.2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად. 8 1 . 2010 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან და შესყიდვების წლიურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 8 2 . სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.
9.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები.
10.ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ უზრუნველყოს: ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება; ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება; დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება; ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება; ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; ზ) 2012 წლის 1 მაისამდე − თეთრი სიის წარმოებასა და წინასწარი ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებული დებულებების შემუშავება; თ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის 10 1 მუხლის 3 3 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა.
11.(ამოღებულია - 15.06.2017, №1015) .
12.2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება.
13.„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებით დამტკიცებული დებულება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე.
14.2014 წლის 31 მარტიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის №166 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს. საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.3 საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ.152 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ.3 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5126 - ვებგვერდი, 27.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5364 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2163 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივლისის კანონი №4104 - ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №1015 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. მუხლი 24 1 . სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედება 1. ამ კანონის 10 1 მუხლის 3 1 პუნქტში, 12 1 მუხლის პირველ პუნქტში, 15 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებსა და მე-6 პუნქტში მითითებული, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
2.2019 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 12 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. მუხლი 24 2 . გამოქვეყნების საფასურის ან/და საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი 2026 წლის 1 ივნისამდე: ა) გამოქვეყნების საფასური არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ბ) კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში წესდება საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 5 000 ლარი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფასური. საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ. მუხლი 24 3 . ხელშეკრულების პირობების შეცვლის დროებითი წესი 2026 წლის 1 დეკემბრამდე: ა) მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა: ა.ა) დაუშვებელია, თუ ამ პირობების შეცვლის შედეგად შემსყიდველი ორგანიზაციისთვის იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ა.ბ) დასაშვებია, თუ ეს პირობები იცვლება ფასთა ინდექსაციის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტის თანახმად; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლის პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ხოლო ფასთა ინდექსაციის საფუძველზე ხელშეკრულების შეცვლის პირობები, აგრეთვე ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ მუხლში მითითებული საკითხები – საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1627 – ვებგვერდი, 29.05.2026წ.
Сравнить редакции
1. (ამოღებულია). 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ; 2 1 . (ამოღებულია); 2 2 . (ამოღებულია); 2 3 . (ამოღებულია); 3. ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორის საწარმოების მიერ იმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელებელ შესყიდვებზე, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, გადაცემასთან, დისპეტჩერიზაციასთან, განაწილებასთან, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან, განაწილებასთან, აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან. 4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2013 წლის 1 იანვრამდე. 5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონის პირველი მუხლის 3 1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად უზრუნველყონ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და 2009 წლის 20 დეკემბრამდე მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. 6. 2010 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე. 6 1 . საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დადგენილების მიღება. 7. სააგენტომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა. 8. 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად. 8 1 . 2010 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან და შესყიდვების წლიურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 8 2 . სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები. 9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები. 10. ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ უზრუნველყოს: ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება; ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება; დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება; ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება; ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; ზ) 2012 წლის 1 მაისამდე − თეთრი სიის წარმოებასა და წინასწარი ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებული დებულებების შემუშავება; თ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის 10 1 მუხლის 3 3 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა. 11. (ამოღებულია - 15.06.2017, №1015) . 12. 2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება. 13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებით დამტკიცებული დებულება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე. 14. 2014 წლის 31 მარტიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის №166 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს. საქართველოს 2006 წლის 18 ივლისის კანონი №3481-სსმI, №30, 27.07.2006წ., მუხ.237 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4333- სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.3 საქართველოს 2008 წლის 26 სექტემბრის კანონი №294-სსმI, №22, 09.10.2008წ., მუხ.152 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ.3 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2107-სსმI, №40, 07.12.2009წ., მუხ.290 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3163-სსმI, №39, 19.07.2010წ., მუხ.233 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3767-სსმI.№62,05.11.2010წ.,მუხ.398 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4068-სსმI.№74,24.12.2010წ.,მუხ.458 საქართველოს 2011 წლის 25 თებერვლის კანონი №4272 - ვებგვერდი, 02.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4632 -ვებგვერდი, 25.05.2011წ. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5126 - ვებგვერდი, 27.10.2011წ. საქართველოს 2011 წლის 25 ნოემბრის კანონი №5364 - ვებგვერდი, 06.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 30 მარტის კანონი №5975 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2163 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3967 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივლისის კანონი №4104 - ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №1015 - ვებგვერდი, 29.06.2017წ. მუხლი 24 1 . სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმების ამოქმედება 1. ამ კანონის 10 1 მუხლის 3 1 პუნქტში, 12 1 მუხლის პირველ პუნქტში, 15 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებსა და მე-6 პუნქტში მითითებული, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული ნორმები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. 2. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 12 1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – 4 000 000 ლარს. საქართველოს 2017 წლის 6 აპრილის კანონი №617 - ვებგვერდი, 21.04.2017წ. მუხლი 24 2 . გამოქვეყნების საფასურის ან/და საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასურის გადახდის დროებითი წესი 2026 წლის 1 ივნისამდე: ა) გამოქვეყნების საფასური არის შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისთვის სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომლის ოდენობაა 100 ლარი. კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ბ) კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში წესდება საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 100 ლარი, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური, რომლის ოდენობაა 5 000 ლარი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული საფასური. საფასურის გადახდისა და შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
СсылкаБлизко по смыслуსახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს სამოქალაქო…სახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…ეროვნული მარეგულირებელ…მაუწყებლობის შესახებ
Статья 24 — ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები | სახელმწიფო შესყიდვების შესახებ