საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
2.კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.
3.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1914 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.