კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Статья 11. კომერციული ბანკების გაყოფა ან შერწყმა
1. კომერციული ბანკების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) ან შერწყმა (გაერთიანება, მიერთება) შეიძლება მხოლოდ ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის მიღების შემდეგ. დაუშვებელია კომერციული ბანკების ისეთი გაყოფა ან შერწყმა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მე-10 მუხლის დებულებებს.
2. ეროვნული ბანკი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განიხილავს კომერციული ბანკების შერწყმის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობას. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5909 - სსმ I, №7, 26.03.2008წ., მუხ.29 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1677 - სსმ I, №29 12.10.2009 წ., მუხ.160 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4189 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №439 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7130 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
