1.
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ , თუ არსებობს ერთ - ერთი შემდეგი საფუძველი : ა ) კომერციულ ბანკს გაუუქმდა იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებისთვის გაცემული ავტორიზაცია და პროგრამის განცალკევება აუცილებელია იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა სრულად და დროულად შესასრულებლად ; ბ ) საფრთხე ემუქრება კომერციული ბანკის მიერ კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას ან არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისთვის , რომ კომერციული ბანკის ეფექტიანი ზედამხედველობა შეუძლებელია ; გ ) პროგრამის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის 22- ე მუხლის მე -5 პუნქტის საფუძველზე .
3.ამ მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით , იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემდეგ პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად . პროგრამის კრედიტორთა ( მათ შორის , პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელთა ) მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან ამ მოთხოვნების პროპორციულად დაკმაყოფილდება . პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს აქვს უპირატესობა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნებთან შედარებით . უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები ამოირიცხება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან .
4.ამ მუხლის მე -3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად , თუ პროგრამის ადმინისტრატორს უზრუნველყოფის აქტივები უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე აქვს დაგირავებული , მოგირავნეს აქვს საკუთარი მოთხოვნის გირავნობის საგნიდან სხვა პირთან შედარებითუპირატესი დაკმაყოფილების უფლება „ ფინანსური გირავნობის , ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .
5.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების მომენტიდან უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული სახსრები ( მათ შორის , მსესხებელთა მიერ გადახდილი იპოთეკური სესხების ძირითადი თანხა და პროცენტები ) ემიტენტის სხვა სახსრებისგან უნდა გაიმიჯნოს და ამ მიზნით უნდა განთავსდეს სხვა კომერციულ ბანკში ( კომერციულ ბანკებში ) გახსნილ სეგრეგირებულ ფულადი სახსრების ანგარიშზე ( ანგარიშებზე ). აღნიშნული სახსრები უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში უნდა იქნეს შეტანილი .
6.ერთი პროგრამის უზრუნველყოფის აქტივები ( მათ შორის , ამ აქტივებიდან მიღებული ფულადი სახსრები ) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად .
7.იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება არ ახდენს გავლენას იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეგისტრირებული დერივატივიდან წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე , მათ შორის , ამ კანონის მე -16 და მე -17 მუხლებით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორთა უფლებებზე . პროგრამის განცალკევების მიუხედავად , გრძელდება ამ კანონით უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი აქტივების დამატებასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება , გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც ემიტენტს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და მის მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის / გადახდისუუნარობის პროცესი .
8.ამ მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით , თუ ის გარემოებები , რომლებიც განცალკევების საფუძველი გახდა , აღარ არსებობს .
9.ემიტენტი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის არსებობის ყველა ეტაპზე იქონიოს იმ ღონისძიებათა ამსახველი საოპერაციო გეგმა , რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამის შემთხვევაში პროგრამის ადმინისტრატორისთვის ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების დაუბრკოლებლად გადაცემასა და პროგრამის ჯეროვნად განხორციელებას .
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.