„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 14. დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება
1. საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფართოებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.
2. დაცული ტერიტორიის დროებითი ან სამუდამო გაუქმება, მისი ტერიტორიის შემცირება ან დაცვითი კატეგორიის დაქვეითება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ, შემდეგ შემთხვევებში: ა) დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევი რღვევისას; ბ) ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიზნით სამუშაოების ჩატარების აუცილებლობისას; გ) დაცული ტერიტორიის საზღვრების დემარკაციის განხორციელების შემდეგ, რომლის განხორციელების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
3. ცალკეულ რთულ შემთხვევაში დაზუსტებული ტერიტორიული საზღვრებისა და ზონების დაცვის, მოვლა-პარტონობისა და მართვის დეტალური პროგრამების (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა) შემუშავებამდე, ე.ი. მუდმივი კატეგორიის განსაზღვრამდე, დაარსდება დაცული ტერიტორიის დროებითი კატეგორია, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი. საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1671 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
