„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 18. დაცული ტერიტორიების მართვა
1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. დაცულ ტერიტორიებს, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა − კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო. [ 2 1 . დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცული ლანდშაფტები და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები ამ კანონის მოთხოვნების დაცვით შეიძლება მართოს მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)] 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს: ა) დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა; ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება; გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება; დ) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის კოორდინირება; ე) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება; ვ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება; ზ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა; თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და მისი ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.
