1.საოლქო საარჩევნო კომისიები რეფერენდუმის გამართვამდე ერთი თვით ადრე ადგილობრივ პრესაში აქვეყნებენ შესაბამის ტერიტორიაზე შექმნილ სარეფერენდუმო უბნების სიას საზღვრების, საუბნო სარეფერენდუმო კომისიების ადგილსამყოფლისა და კენჭისყრის ადგილების მითითებით.
2.საოლქო საარჩევნო კომისიები აუცილებლობის შემთხვევაში ცვლიან საზღვრებს სარეფერენდუმო უბნებს შორის ან ქმნიან ახალ უბნებს და საუბნო სარეფერენდუმო კომისიებს.
