1.რეფერენდუმის მოსაწყობად გამოიყენება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მოთხოვნათა შესაბამისად შექმნილი ამომრჩეველთა ერთიანი სია.
2.შესაბამისი საარჩევნო კომისიები უზრუნველყოფენ მოქალაქეთა სიებში სათანადო ცვლილებების შეტანას.
3.საუბნო საარჩევნო კომისიებს მოქალაქეთა სიები საჯარო გაცნობისათვის გამოაქვთ რეფერენდუმის გამართვამდე 10 დღით ადრე. საქართველოს 2007 წლის 22 ნოემბრის ორგანული კანონი №5498 - სსმI, №39, 22.11.2007წ., მუხ.369
