1.საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ , კალენდარული წლის მარტში წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობ ის შესახებ.
2.საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის ორგანოს ან თანამდებობის პირის, ხოლო დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით − აგრეთვე იმ ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ.
