1.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი საქართველოს პარლამენტს წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მარტისა, წარუდგენს ანგარიშს საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის შესახებ.
2.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წლიური ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა დაცვის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, საქართველოში მონაცემთა დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ზოგად შეფასებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, ინფორმაციას წლის განმავლობაში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევებისა და განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე, ზოგად სტატისტიკურ ინფორმაციას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
3.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე–138-ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებებისა და იმავე კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრულ პარლამენტის კომიტეტსა და ნდობის ჯგუფს.
4.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, მიეწოდება საზოგადოებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. თავი V 2 . პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამოსილებები მონაცემთა დაცვის სფეროსა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების კონტროლის სფეროში საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.


