1.საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის სტრუქტურას, მუშაობის წესს და ორგანიზებას განსაზღვრავს საქართველოს სახალხო დამცველი აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებით.
2.საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილეთა რაოდენობა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით. საქართველოს სახალხო დამცველის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საქართველოს სახალხო დამცველი.
