1.ეს კანონი არეგულირებს საბიბლიოთეკო საქმის ორგანიზაციის ძირითად საკითხებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საბიბლიოთეკო ურთიერთობებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად.
2.ბიბლიოთეკა არის კულტურულ-საგანმანათლებლო სამეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულება, რომლის მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქციაა სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი ფონდები და სხვა საბიბლიოთეკო რესურსები ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

