ბიბლიოთეკა ვალდებულია: ა) თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დაიცვას სახელმწიფო სტანდარტები; გ) სისტემატურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებით და ოპერატიულად უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში; დ) გაუცვალოს სხვა ბიბლიოთეკებს ზედმეტი საბიბლიოთეკო დოკუმენტები; ე) უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურების მაღალი დონე მათი ინტერესების შესწავლისა და საბიბლიოთეკო რესურსების კოოპერირების საფუძველზე; ვ) შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; ზ) აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა მუნიციპალიტეტების მთავარ ბიბლიოთეკებთან საბიბლიოთეკო რესურსების გეგმაზომიერი გამოყენებისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებისათვის;“; თ) აწარმოოს საბიბლიოთეკო სტატისტიკა საქართველოში დადგენილი წესით; ი) საბიბლიოთეკო-სამეცნიერო გამოკვლევების ხელშეწყობის მიზნით ეწეოდეს დამატებითი საბიბლიოთეკო მონაცემების ობიექტურ აღრიცხვას; კ) დანერგოს საბიბლიოთეკო ტექნიკური საშუალებები და უახლესი ტექნოლოგია; ლ) გაითვალისწინოს ეროვნული ბიბლიოთეკის რეკომენდაციები. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6911 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Статья 10. ბიბლიოთეკის მოვალეობანი
Редакция №10 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
