ეროვნული ბიბლიოთეკა უფლებამოსილია: ა) განაგოს სახელმწიფო სახსრები საქართველოს კანონმდებლობისა და თავისი დებულების საფუძველზე; ბ) მონაწილეობდეს სახელმწიფო საგამომცემლო და საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრაში; გ) გაწევრიანდეს საერთაშორისო საბიბლიოთეკო ორგანიზაციებში, ითანამშრომლოს უცხო სახელმწიფოების ბიბლიოთეკებთან და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს ან მატერიალურ ზიანს აყენებენ ბიბლიოთეკას; ე) ეწეოდეს საგამომცემლო საქმიანობას, ჰქონდეს საკუთარი გამომცემლობა და სტამბა; ვ) ეწეოდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ
Статья 8. ეროვნული ბიბლიოთეკის უფლებამოსილებანი
Редакция №9 Сверено с действующей редакцией · 6 февр. 2025 г.
