1.საქართველოში აუდიტი ტარდება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად. აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) არის აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები, რომლებსაც მოიცავს ამ ორგანოს და მარწმუნებელი გარიგებების საერთაშორისო ოფიციალური დოკუმენტების ცნობარი.
2.აუდიტის გარდა, სხვა აუდიტორული მომსახურების (მიმოხილვა, სხვა მარწმუნებელი გარიგება და დაკავშირებული მომსახურება) განხორციელებისას აუდიტორი/აუდიტორული ფირმა იყენებს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტებს.
3.ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
4.სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესისა და პროცედურების მიმართ დამატებითი მოთხოვნები დგინდება სამსახურის უფროსის ბრძანებით, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5.სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილი წესით განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი.
6.აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, რომელიც აუდიტორულ მომსახურებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მუნიციპალიტეტის ორგანოსა და სხვა პირს, რომელთათვისაც შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილია ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ან საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების მოთხოვნა, ვალდებულია აუდიტორული მომსახურების გაწევისას ამ კანონით დადგენილი მოთხოვნებით იხელმძღვანელოს.
7.იმ ხელშეკრულებით, რომლის მხარეც არის ქონების მმართველი, განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების უფლებამოსილება აქვს იმ აუდიტორულ ფირმას, რომელმაც გაიარა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის მოთხოვნილი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი, სამსახურის მიერ დადგენილი წესით.
8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების მიმართ მოთხოვნებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ადგენს საქართველოს მთავრობა.
9.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული აუდიტორული მომსახურების განმახორციელებელი აუდიტორული ფირმებისათვის დამატებითი ან განსხვავებული მოთხოვნები დაადგინოს. ამგვარი მოთხოვნების შესაბამისი ინფორმაციის რეესტრში ასახვას უზრუნველყოფს სამსახური. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7014-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. მუხლი 14 1 . არააუდიტორული მომსახურებების გაწევის აკრძალვა 1. აუდიტორულ ფირმას, რომელიც სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, ან იმ ქსელის ნებისმიერ სხვა წევრს, რომელშიც ეს აუდიტორული ფირმაა გაერთიანებული, არ აქვს უფლება, აუდიტისადმი დაქვემდებარებულ იმავე სდპ-ის სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საწარმოს (საქართველოს ან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ფარგლებში) გაუწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებები: ა) აუდიტირებული საანგარიშგებო პერიოდის დაწყებიდან აუდიტორული დასკვნის გაცემამდე პერიოდში; ბ) იმ ფინანსური წლის განმავლობაში, რომელიც უსწრებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პერიოდს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ არააუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებით.
2.ამ მუხლის მიზნებისთვის აკრძალულია, გაწეულ იქნეს შემდეგი არააუდიტორული მომსახურებები: ა) მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია: ა.ა) საგადასახადო ანგარიშგების ფორმების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმებისა და დანართების მომზადებასთან; ა.ბ) ხელფასიდან/ანაზღაურებიდან საშემოსავლო გადასახადის დაკავებასთან; ა.გ) იმპორტის გადასახდელთან; ა.დ) სახელმწიფო სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების იდენტიფიცირებასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა; ა.ე) საგადასახადო ორგანოების მიერ განხორციელებულ საგადასახადო კონტროლთან/ანალიტიკურ პროცედურებთან დაკავშირებულ მხარდაჭერასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია აუდიტორული ფირმის მიერ ასეთი მომსახურების გაწევა; ა.ვ) პირდაპირი, არაპირდაპირი და გადავადებული გადასახადების გამოთვლასთან; ა.ზ) საგადასახადო კონსულტაციის გაწევასთან; ბ) მომსახურება, რომელიც გულისხმობს აუდიტირებული სუბიექტის ხელმძღვანელობაში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნებისმიერი სახით მონაწილეობას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, ბუღალტრული ჩანაწერებისა და ფინანსური ანგარიშგებების მომზადება; დ) სახელფასო ანგარიშსწორების მომსახურება; ე) ფინანსური ინფორმაციის მომზადებასთან ან/და კონტროლთან ან ფინანსური საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის ან რისკების მართვის პროცედურების შემუშავება და განხორციელება; ვ) შეფასების მომსახურება, მათ შორის, აქტუარულ მომსახურებასთან ან სასამართლო პროცესის მხარდაჭერის მომსახურებასთან დაკავშირებით შეფასების განხორციელება; ზ) შემდეგი იურიდიული მომსახურებები: ზ.ა) იურიდიულ საკითხებში მთავარი მრჩევლის როლის შესრულება; ზ.ბ) აუდიტირებული სუბიექტის სახელით მოლაპარაკებების წარმოება (წარმომადგენლობა); ზ.გ) სასამართლო დავის გადაწყვეტის პროცესში ადვოკატის ფუნქციის შესრულება; თ) აუდიტირებული სუბიექტის შიდა აუდიტის ფუნქციასთან დაკავშირებული მომსახურება; ი) აუდიტირებული სუბიექტის დაფინანსებასთან, კაპიტალის სტრუქტურასა და განაწილებასთან, ინვესტირების სტრატეგიასთან დაკავშირებული მომსახურება, გარდა ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული მარწმუნებელი მომსახურებისა, როგორიცაა აუდიტირებული სუბიექტის მიერ გამოცემულ პროსპექტთან დაკავშირებით მხარდაჭერის წერილის გაცემა; კ) აუდიტირებულ სუბიექტში წილების შეთავაზება, წილებით ვაჭრობა ან მათი გარანტირებული განთავსება (ანდერაიტინგი); ლ) ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული მომსახურება, რომელიც უკავშირდება: ლ.ა) ისეთი კანდიდატების მოძიებას, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ აუდიტისადმი დაქვემდებარებული ბუღალტრული ჩანაწერების ან ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაზე ან/და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემოწმებაზე; ლ.ბ) სუბიექტისთვის ორგანიზაციული სტრუქტურის შედგენას; ლ.გ) სუბიექტის ხარჯების კონტროლს.
3.აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გასწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“–„ა.ზ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურებები, თუ იგი იცავს დამოუკიდებლობის პრინციპს, ეს მომსახურებები ცალ-ცალკე ან ერთობლივად პირდაპირ გავლენას არ ახდენს ან არაარსებით გავლენას ახდენს აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე ზემოქმედების შეფასება სრულად არის დოკუმენტირებული და განმარტებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ, აუდიტის კომიტეტისთვის წარდგენილ დამატებით ანგარიშში.
4.თუ აუდიტორული ფირმა/ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტს ახორციელებს, აუდიტორულ ფირმას/ქსელის წევრ აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, აუდიტის კომიტეტის თანხმობით, აუდიტის კომიტეტის მიერ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული საფრთხეების სათანადოდ შეფასების შემდეგ აუდიტირებულ სუბიექტს, მის მშობელ საწარმოს ან მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საწარმოს გაუწიოს სხვა არააუდიტორული მომსახურებები, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული არააუდიტორული მომსახურებებისა.
5.აუდიტორული ფირმა/ქსელის წევრი აუდიტორული ფირმა ვალდებულია იხელმძღვანელოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული, აუდიტის კომიტეტის მიერ გამოცემული, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არააუდიტორულ მომსახურებებთან დაკავშირებული სახელმძღვანელო მითითებით (ასეთი მითითების არსებობის შემთხვევაში).
6.აუდიტორული ფირმა ვალდებულია სდპ-ის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაწყებამდე ან გაგრძელებამდე განახორციელოს შეფასება და დაადასტუროს, რომ ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები დაცულია. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ.


