Статья 13^1
1. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტია დადგენილება. საქართველოს მთავრობის დადგენილების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში უნდა მიეთითოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
4. საქართველოს მთავრობის დადგენილება მიიღება მთავრობის წევრთა უმრავლესობის მონაწილეობით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის გადაწყვეტილებით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია პრემიერ-მინისტრის ხმა.
5. საქართველოს მთავრობის დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94 საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1344 - სსმ I, №16, 07.07.2009 წ., მუხ.80
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
